Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
13 - 15 ივნ, 2023

სტუდენტები-პარალეგატები, როგორც ადამიანის უფლებათა ელჩები აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებლებს შეხვდნენ

სტუდენტი-პარალეგალები, როგორც  ადამიანის უფლებათა ელჩები აქტიურად არიან ჩართულნი აჭარის მაღალმთიანეთის მაცხოვრებლების ინფორმირებულობის  პროცესში ადამიანის უფლებების შესახებ.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, 13 და 15 ივნისს, ქედის მუნიციპალიტეტიდან და ქობულეთიდან 70-ზე მეტ მცხოვრებს სტუდენტმა-პარალეგალმა გააცნო ბავშვთა და ქალთა უფლებები, და იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) შესახებ დეტალური ინფორმაცია და მათი სერვისები. 

13 ივნისს ქედაში გამართულ შეხვედრაში იურიდიული დახმარების სამსახურის  დირექტორმა, დავით სიმონიამ მადლობა გადაუხადა სოფლის მაცხოვრებლებს საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობისთვის. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ ხაზი გაუსვა მოსახლეობის ინფორმირებულობის  მნიშვნელობას ადამიანის უფლებების შესახებ, რაც ღირსების, თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპების მხარდამჭერი საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. 

„USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობ ინიციატივებს, რადგან ჩვენ გვჯერა,   რომ ადამიანის უფლებების გაგებით, ინდივიდებს  ეძლევათ საშუალება აღიარონ და დაიცვან  როგორც საკუთარი, ასევე სხვისი  უფლებები. განათლება ავითარებს ემპათიურობას, ტოლერანტობას და  განსხვავებული აზრის პატივისცემას,  რაც ხელს უწყობს  ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებას,  სადაც  თითოეული ინდივიდის თანდაყოლილ ღირებულებას და თავისუფლებას აფასებენ“. - განაცხადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ.  

გარდა ამისა, სოფლის მცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ სამსახურის იურისტებს და მიეღოთ კონსულტაციები იურიდიულ საკითხებზე. თექვსმეტმა სოფლის მცხოვრებმა მიიღო დახმარება მიწის რეგისტრაციის, მემკვიდრეობი, სოციალური დახმარების, საბანკო სესხების საკითხებზე და ვალებთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემების შესახებ.

გარდა ამისა, სტუდენტმა-პარალეგალებმა  წარმოადგინეს  პრეზენტაცია ქალთა უფლებებზე, სადაც განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა მემკვიდრეობის თანაბარი უფლებები, ქალთა უფლებები განქორწინების დროს და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, ასევე  ქალებისა და გოგოების ტრეფიკინგი.

15 ივნისს დავით სიმონია ქობულეთში სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, სადაც მონაწილეებს იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი და  სერვისები გააცნო. სტუდენტმა-პარალეგალებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს ბავშვთა უფლებები, მათ შორის ჯანმრთელობის, განათლების, ოჯახში გაზრდის და მშობლებთან კონტაქტის, თამაშისა და დასვენების უფლება და ცხოვრების შესაფერისი პირობების უფლება, ასევე დაცვა ძალადობისა და ზიანისგან. შეხვედრის დროს განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა ადრეული ქორწინება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბულინგი ( მისი ფორმები და შედეგები) და ინკლუზიური განათლება.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები