Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
26 მაი 2023

სტუდენტების გაძლიერება სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლებისა და დეონტოლოგიური ეთიკის შესახებ

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე - გამოხატვის თავისუფლება სოციალურ მედიაში და დეონტოლოგიური ეთიკა - ჩაატარა.

ლექციას 20 მონაწილე დაესწრო, მათ შორის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის 17 სტუდენტი, ასევე სამართლის პროფესორები. ლექციას უძღვებოდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის პროგრამის თანათავმჯდომარე და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, ანა ლორია.

ღონისძიების ფარგლებში პროფესორმა ლორიამ ისაუბრა ადვოკატის გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვა ასპექტზე, განიხილა შესაბამისი რეგულაციები და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო (მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს) პრაქტიკა. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ეთიკის კომისიის ბოლო გადაწყვეტილებებზე (2022-2023 წლებში) სოციალურ მედიაში ადვოკატების გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ ლექციაში, სვამდნენ კითხვებს იმ სიტუაციების შესახებ, როდესაც იურისტები ვალდებულნი არიან დაიცვან ეთიკური ვალდებულებები და თუ რამდენად ვრცელდება ეთიკის ნორმები სტაჟიორებზე გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიმდინარე გრანტის ფარგლებში ეს ზედიზედ მეოთხე საჯარო ლექცია იყო. გარდა ამისა, ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება ჩაატარებს საჯარო ლექციებს ზუგდიდისა და ბათუმის უნივერსიტეტებში.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები