Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
31 ივლ - 02 აგვ, 2023

ტრენინგი მართლმსაჯულების სექტორის დაწესებულებებში საგანმანათლებლო და საინფორმაციო ტურების ხელშეწყობისთვის

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს მოქალაქეთა ჩართულობასა და მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუტებთან თანამშრომლობას.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზაცია მწვანე სექტორმა გამართა ორდღიანი სასწავლო კურსი სასწავლო პროგრამებში გასვლითი ვიზიტების მნიშვნელობის შესახებ. ტრენინგში აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სამოქალაქო განათლების 27-მა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.

თავის გახსნით სიტყვაში მწვანე სექტორის თავმჯდომარემ, ილია გუჩმანიძემ  ტრენინგის მონაწილეებს გააცნო პროექტის ,,მართლმსაჯულების ნავიგატორი“ ძირითადი მიზნები და ამოცანები. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სამართლებრივ საკითხებზე და მართლმსაჯულების ინსტიტუტებსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის პარტნიორობის განვითარება. აქტივობები ითვალისწინებს სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისა და სტუდენტების მონაწილეობას სასწავლო ტურებში ბათუმის სასამართლოებსა და მართლმსაჯულების სხვა დაწესებულებებში. ილია გუჩმანიძემ ასევე, ისაუბრა საგანმანათლებლო სექტორში სასწავლო ტურების პრაქტიკის დანერგვის კუთხით არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების შესახებ.

განათლების ექსპერტმა რევაზ აფხაზავამ მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოებსა და მართლმსაჯულების უწყებებში საექსკურსიო ტურების მოწყობის, თეორიული სწავლების პრაქტიკულ ვიზიტებთან დაკავშირებისა და გასვლითი შეხვედრების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირების მეთოდოლოგიის შესახებ. პედაგოგები გაეცნენ სასწავლო ტურის პროცედურულ ეტაპებს, მოსწავლეთა როგორც წინასწარი მომზადების, ასევე უკვე ვიზიტის შემდგომ მიღებული ცოდნის საკლასო აქტივობებში გაგრძელების სპეციფიკასა და თავისებურებებს.

ტრენინგის მომდევნო სესიაზე  სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ლადო აფხაზავამ სასწავლო პროცესში ინტერაქტიული მეთოდების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები