Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 მარ 2024

სტუდენტები ეცნობიან რელიგიის თავისუფლებასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს

2024 წლის 19 მარტს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ (FreeUni) ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ბათუმში უმასპინძლა კონსტიტუციური სარჩელის პრეზენტაციასა და საჯარო ლექციას.

კონსტიტუციური სარჩელის პრეზენტაცია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთობლივი ღონისძიება იყო, რასაც ოცდაშვიდი სტუდენტი დაესწრო. პრეზენტაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე, რომელიც „სამოქალაქო აქტების შესახებ“ ორგანულ კანონს ეხება და გვარის შეცვლის ფორმალურ პირობებს არეგულირებს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უძღვებოდნენ. სარჩელი ეჭვქვეშ აყენებს არსებულ კანონმდებლობას, რომელიც ზღუდავს პირის უფლებას შეიცვალოს გვარი, მისთვის მისაღები გვარებით, რაც განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ეთნიკური  უმცირესობებისთბის, რომლებსაც არ შეუძლიათ თავიანთი ისტორიული გვარების აღდგენა მოქმედი სამართლებრივი რეგულაციებით.

პრეზენტაციის შემდეგ ვასილ ჟიჟიაშვილმა [FreeUni-ის მოწვეულმა ლექტორმა] ჩაატარა საჯარო ლექცია რელიგიის თავისუფლებისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ. ლექციას 29 სტუდენტი დაესწრო, რომლებმაც 2023 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი თავდაცვის კოდექსის მიღების საფუძველზე გამოწვეული შედეგები განიხილეს. კოდექსი ადგენს სავალდებულო სამხედრო ან ალტერნატიულ არასამხედრო მსახურებას ყველა რელიგიის წარმომადგენელს, გარდა მართლმადიდებელი ეკლესის მსახურებისა. ლექციაზე იმსჯელეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პერსპექტივაზე რელიგიის თავისუფლებისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ, ასევე ახალი თავდაცვის კოდექსის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხზე. ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობით საინტერესო დისკუსიით დასრულდა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები