Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
25 სექ - 10 ოქტ, 2024

უნივერსიტეტის სტუდენტები საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა და მართლმსაჯულების მისაწვდომობის შესახებ აქტუალურ საკითხებს გაეცნენ

2024 წლის 25 სექტემბერსა და 10 ოქტომბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ საქართველოს და სულხან-საბას ორბელიანის უნივერსიტეტებში ორი ლექცია გამართა, რომელიც საზოგადოებაზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებას (PCJ) და მართლმსაჯულების მისაწვდომობას ეხებოდა. ლექციებს იურიდიული ფაკულტეტების 70-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა.

პროგრამის მრჩეველმა საზოგადოების ჩართულობის საკითხებში, თიმ ბუნიევაცმა ისაუბრა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ და უპასუხა სტუდენტების კითხვებს. მან წარმოადგინა სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის გლობალური პრაქტიკის მაგალითები და მონაწილეებს გააცნო სასამართლოსთან ურთიერთობის წარმატებული მაგალითები, რამაც შეიძლება საზოგადოების უფრო დიდი ნდობა გამოიწვიოს სასამართლო სისტემის მიმართ.

პროგრამის სპეციალისტი საზოგადოების ჩართულობის საკითხებში, მარიამ გობრონიძე სტუდენტებს ესაუბრა სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობაზე და სასამართლოს როლზე სოციალურ კეთილდღეობაში, განიხილა მართლმსაჯულების მისაწვდომობის ბარიერები, როგორიცაა დაბალი სამართლებრივი ინფორმირებულობა, ხელმისაწვდომობის საკითხები და ფინანსური, კულტურული და სოციალური გამოწვევები.

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, ქეთევან გივიშვილმა და სულხან-საბას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი გორაძემ მადლობა გადაუხადეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას და ამერიკელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერისთვის, და ხაზი გაუსვეს უნივერსიტეტებსა და პროგრამას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები