Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
25 ნოე - 08 დეკ, 2023

უფლებები საქართველომ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გამართა

უფლებები საქართველომ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ოთხი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა გენდერულ თანასწორობასა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

შეხვედრები გაიმართა 25 ნოემბერს ჭიათურაში უფროსკლასელ მოსწავლეებთან, 28 ნოემბერს ამბროლაურში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანის“ სტუდენტებსა და პედაგოგებთან, 6 დეკემბერს ლაგოდეხში ადგილობრივ მაცხოვრებლებთან და 8 დეკემბერს თელავში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებთან. შეხვედრებს ჯამში 52 ადამიანი ესწრებოდა.

შეხვედრების დროს უფლებები საქართველოს იურისტებმა ისაუბრეს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე და ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებზე. მათ აგრეთვე მიმოიხილეს ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების სამართლებრივი მექანიზმები. საუბარი ასევე შეეხო სიძულვილის ენის გამოყენებას, სექსუალურ შევიწროებას, ნაადრევ ქორწინებას, სასჯელის დანიშვნისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს, გენდერული სტერეოტიპებსა და ბულინგს.

მონაწილეებმა გამოხატეს მოსაზრებები ოჯახში ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, ასევე, საზოგადოებისა და სახელმწიფოს როლზე ამ პრობლემის გადაჭრაში, აგრეთვე ხაზი გაუსვეს ქალთა ეკონომიკური და სოციალური კუთხით გაძლიერების მნიშვნელობას.

შეხვედრები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ყოველწლიურად, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში იმართება.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები