Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
07 ივნ 2023

ფილმის ჩვენება და დისკუსია - 12 გაკვეთილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მოაწყო ფილმის ჩვენება და დისკუსია სახელწოდებით "12 გაკვეთილი" ფილმის რეჟისორ გიორგი მრევლიშვილთან, Mac Georgia-ის საოჯახო და სათემო მომსახურების კოორდინატორთან, დიანა ჯანაშიასთან,  და ჯერემი გასკილთან, Mac Georgia-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორთან ერთად.

„12 გაკვეთილი“ გურიაში მცხოვრებ ვალერი კოტრიკაძის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ცდილობს თავისი აუტისტი შვილიშვილის საზოგადოებაში ინტეგრირებას. ფილმი ეფექტურად ასახავს აუტისტური სპექტრის ადამიანების წინაშე მდგარ გამოწვევებს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და Mac Georgia-ს  ამ მიმართულებით გაწეულ სამუშაოს.

ფილმის ჩვენების  შემდგომ დისკუსიას გაუძღვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის სტუდენტი აიჰან ჰასანლი. მომხსენებლები აუდიტორიასთან ერთად ჩაერთვნენ დისკუსიაში ფილმის შინაარსზე, ხელმისაწვდომ რესურსებსა და აუტიზმის სპექტრის ბავშვების პროგრამებზე.

დაისვა კითხვები საქართველოში აუტიზმთან დაკავშირებული სტატისტიკის არარსებობასთან დაკავშირებით,  ამ სფეროში პროფესიონალების დეფიციტთან და ამ რეალობის დაძლევის პოტენციურ გადაწყვეტებთან დაკავშირებით. დისკუსიის განმავლობაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა და აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებმა თავიანთი გამოცდილება და იდეები გაუზიარეს.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები