Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
23 - 24 მაი, 2024

ქართველი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მენეჯმენტის საკითხებს გაეცნენ

2024 წლის 23-24 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) 50 წევრი დაესწრო სამუშაო შეხვედრას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესების ეფექტიანი მართვის შესახებ, რომელსაც უძღვებოდა მოსამართლე კერი მაიერი, მეოთხე სასამართლო ოლქის სასამართლოს თავმჯდომარე, მინესოტიდან (მინეაპოლისი, აშშ). მოსამართლე მაიერის საქართველოში ვიზიტი და ღონისძიების დაფინანსება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის (პროგრამამ) მიერ განხორციელდა.

პრეზენტაციის პირველ ნაწილში მოსამართლე მაიერმა განმარტა გადამწყვეტი როლი, რომელსაც ნაფიც მსაჯულები ასრულებენ აშშ-ს სამართლებრივ სისტემაში. მან დეტალურად აღწერა მკაცრი შერჩევის პროცესი, რომელიც შექმნილია მათი მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა შეაფასონ მტკიცებულებები და მიიღონ გადაწყვეტილებები სასამართლო პროცესის დროს წარმოდგენილ ფაქტებზე დაყრდნობით.

მოსამართლე მაიერმა ხაზი გაუსვა მკაფიო სამართლებრივი ინსტრუქციების მიცემის მნიშვნელობას ნაფიც მსაჯულთა განხილვისას.

პრეზენტაციის მეორე ნაწილში მოსამართლე მაიერმა განმარტა ნაფიც მსაჯულთა მართვის საუკეთესო პრაქტიკა. მან წარმოადგინა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეფექტიანი სტრატეგიების მიმოხილვა, ხაზი გაუსვა მრავალფეროვნებისა და მიუკერძოებლობის მნიშვნელობას.

მოსამართლე მაიერმა ასევე განიხილა ნაფიც მსაჯულებთან მკაფიო და ღია კომუნიკაციის შენარჩუნების მეთოდები სასამართლო პროცესის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს მათ კომფორტს და საქმის წარმოების აღქმას.

მან განიხილა ნაფიც მსაჯულთა მენეჯმენტის საერთო გამოწვევები და გააზიარა ამ საკითხების გადასაჭრელად ამერიკულ სასამართლოებში გამოყენებული ინოვაციური გადაწყვეტილებები.

მოსამართლე მეიერის პრეზენტაციის შემდეგ დამსწრეები ჩაერთნენ დინამიურ დისკუსიაში. ამან საშუალება მისცა მონაწილეებს გაეზიარებინათ თავიანთი პერსპექტივები, დაესვათ კითხვები და გამოეკვლიათ, როგორ შეიძლება აშშ-ს ნაფიც მსაჯულთა მენეჯმენტის პრაქტიკის ადაპტირება საქართველოს სასამართლო სისტემასთან.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები