Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
12 მარ 2024

ქართველმა იურისტებმა ხელშეკრულების შედგენის სახელმძღვანელო გამოსცეს

2024 წლის 11 მარტს, საქართველოს ორმა წამყვანმა ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ და ნინო ბოგვერაძემ საზოგადოებას ახალი სახელმძღვანელო გააცნეს, რომელიც შექმნილია სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების ხელშეკრულების შედგენის უნარებით აღჭურვის მიზნით. წიგნის შექმნა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ დააფინანსა.

ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა დაახლოებით 80 მონაწილე (მოსამართლეები, იურისტები, პროფესორები, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები) ავტორებმა ისაუბრეს სახელმძღვანელოს შექმნის პროცესის შესახებ და მიმოიხილეს სახელმძღვანელოს შინაარსიც. მათ განმარტეს, რომ წიგნი მოიცავს ხელშეკრულების შედგენის მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა საჭირო ინფორმაციის შეგროვება, მხარეთა პოზიციების გაგება და მკაფიო და ზუსტი დებულებების დაწერა. ის ასევე მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რათა დაეხმაროს მკითხველს ისწავლონ როგორ შეადგინონ კონტრაქტები სხვადასხვა სიტუაციებისთვის.

დამსწრე საზოგადოებას მიმართა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა პროგრამის მხარდაჭერას საქართველოში იურიდიული განათლების მიმართ და აღნიშნული სახელმძღვანელოს მნიშვნელობას იურიდიულ საზოგადოებაში.

სახელმძღვანელოს პრეზენტაციის დროს ზვიად კორძაძემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განავითარებს წიგნი სტუდენტების უნარებს და გააუმჯობესებს საქართველოში იურისტების მიერ წარმოებული იურიდიული დოკუმენტაციის ხარისხს. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის დეკანმა ზაზა რუხაძემ და განმარტა, თუ როგორ დაეხმარება წიგნი არა მხოლოდ მისი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების, არამედ იურიდიულ პროფესიის/მომავალ თაობის სამართლებრივი უნარების გაუმჯობესებას.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები