Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

2024 წლის 9 დეკემბერს, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

ღონისძიების ორმოცმა დამსწრემ, მათ შორის იურისტებმა, ყოფილმა მოსამართლეებმა, პროფესორებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ქართველ და ნორვეგიელ ექსპერტებთან ერთად, სასამართლო სისტემაში გმირების როლზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. პრეზენტაციაზე გახსნითი სიტყვით წარდგნენ: დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს წარმომადგენელი, ეკატერინე ციმაკურიძე; მაია ბაქრაძე და ირაკლი კორძახია დამოუკიდებელი იურისტთა ჯგუფიდან; ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის საბჭოს წევრი და ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი ანდერს ლოვლი; USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მრჩეველი ანა ჯობავა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნინო ბაქაქური.

თავის პრეზენტაციაში ჰანს პეტერ გრავერმა წიგნის დაწერის იდეაზე ისაუბრა, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმებში სასამართლო სისტემების შესწავლის შედეგად წარმოიშვა. ავტორმა ხაზი გაუსვა ისეთ შემთხვევებს, როდესაც მოსამართლეებმა კანონის ბრმად დაცვას არჩიეს გამოეჩინათ გამბედაობა, ზომიერება, სიბრძნე და სამართლიანობა. წიგნში განხილულია ისეთი საკითხები, როგორციაა მოსამართლეების მორალური ვალდებულება დაიცვან სამართლის უზენაესობა, მაშინაც კი, როდესაც ის დაწერილ კანონთან თანხვედრაში არაა. გრავერის ნაშრომში აღწერილია ცამეტი მოსამართლის ისტორია, რომლებიც წინ აღუდგნენ ხელისუფალთა და საზოგადოებრივ აზრს სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.

ჰანს პეტერ გრავერმა აღნიშნა, რომ დღევანდელ რთულ პოლიტიკურ კლიმატში, სადაც ანგარიშების მიხედვით დემოკრატიის დონე 1989 წელს არსებულ დონემდე დაეცა, სამართლის გმირების შესახებ დისკუსიების გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ავტორის თქმით, ასეთ დისკუსიებს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, შთააგონოს ინივიდები, ხელი შეუწყოს საერთო ფასეულობებს და წარსულის გააანალიზებას.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა საქართველოში არსებული ვითარება და მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები. ასევე, ისაუბრეს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მოსამართლეთა გმირულ ქმედებად, განსაკუთრებით ავტორიტარული რეჟიმების პირობებში და რა როლი აქვთ მოსამართლეების დემოკრატიის დაცვაში. მონაწილეებმა ისაუბრეს სასამართლო გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე, რომლებიც არა მხოლოდ სამართლებრივად უნდა იყოს გამართული, არამედ ამ გადაწყვეტილებებმა უნდა შექმნან სამართლიანობის განცდა და საზოგადოების ნდობა გააძლიერონ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები