Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
20 სექ 2023

ფემიციდის მსხვერპლის შვილმა სახელმწიფო კომპენსაცია მიიღო

ფემიციდის მსხვერპლის 2 წლის შვილმა, 10,000 ლარის ოდენობის სახელმწიფო კომპენსაცია მიიღო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, უფლებები საქართველოს დახმარებით. ორგანიზაცია ბავშვის ინტერესებს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით წარმოადგენდა.

არასრულწლოვანი ბავშვის ბებიამ, ფემიციდის მსხვერპლის დედამ განაცხადა: „მადლიერი ვარ დახმარებისთვის. ფინანსური მხარდაჭერა ძალიან გვჭირდებოდა, მიღებულ კომპენსაციას გამოვიყენებთ ბავშვის საჭიროებებისთვის და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“.

კომპენსაციის მისაღებად ბავშვის ბებიამ უფლებები საქართველოს 2023 წლის 25 მაისს  დასახმარებლად მიმართა. მან სრულად აიღო ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობა მას შემდეგ რაც დედა, 22 წლის ორსული ქალი, მოძალადემ 2021 წლის დეკემბერში ცივი იარაღით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

2023 წლის ივლისში, დამნაშავის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, უფლებები საქართველოს იურისტები დაეხმარნენ ბავშვის ბებიას სახელმწიფო კომპენსაციის მოთხოვნისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში. 2022 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ფემიციდის მსხვერპლის შვილებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის წესი განსაზღვრა, რამაც გზა გაუხსნა ამ მნიშვნელოვან მოთხოვნას.

უფლებები საქართველოს მხარდაჭერით, ფემიციდის სამი მსხვერპლის ოთხმა შვილმა სახელმწიფოსგან კომპენსაცია მიიღო. უფლებები საქართველო აგრძელებს იურიდიულ დახმარებას ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ფემიციდის მსხვერპლთა არასრულწლოვანი შვილებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის საქმეებში.

img

უახლესი წარმატების ისტორიები

გაიგე მეტი
img
27 ივნ 2024

PHR-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასარგებლოდ მნიშვნელოვანი საქმე მოიგო

PHR საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
24 მაი 2024

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი ბავშვების დაცვა

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის საქმეს USAID კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამების მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
20 თებ 2024

სტაჟირება იურიდიული დახმარების სამსახურში: იურიდიულ განათლებაში თეორიისა და პრაქტიკის შერწყმა

სტაჟირება გადამწყვეტ როლს თამაშობს დამწყები იურისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ხიდს აკადემიურ თეორიასა და რეალურ სამყაროს აღქმას შორის.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები