Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
16 მაი 2023

ფემიციდის მსხვერპლის შვილისთვის სახელმწიფო კომპენსაცია პირველად გაიცა

ფემიციდის მსხვერპლის არასრულწლოვანმა შვილმა, 8 წლის გოგონამ, 10 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო კომპენსაცია მიიღო. უფლებები საქართველო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში არასრულწლოვანი გოგონას ინტერესებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით წარმოადგენდა.

ეს ფემიციდის მსხვერპლის შვილისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის პირველი შემთხვევაა, მას შემდეგ რაც, 2022 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ფემიციდის მსხვერპლის შვილებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის წესი განსაზღვრა.

2022 წლის ივლისში, გოგონას დედა მისმა ყოფილმა ქმარმა (ბავშვის მამამ) განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ბებია იძულებული გახდა, სრულად ეტვირთა ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობა და ბებია და შვილიშვილი ნაქირავებ ბინაში, მძიმე ეკონომიკურ პირობებში განაგრძობდნენ ცხოვრებას.

„წარმოუდგენელი უბედურების გადატანა მომიწია. ერთადერთი შვილი მომიკლეს და დამრჩა პატარა შვილიშვილი, რომელსაც, სანამ შევძლებ, უნდა მოვუარო“, - ამბობს გოგონას ბებია. „იმ გაჭირვების გათვალისწინებით, რაც ჩემს შვილიშვილს თავს დაატყდა, ფულადი კომპენსაციის მიღება მართლაც შვების მომტანი იქნება“, - აღნიშნავს იგი.

მას შემდეგ, რაც გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა, გოგონას კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მიეცა. 2023 წლის 3 აპრილს უფლებები საქართველომ მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენით, ბავშვისა და ბებიის წერილობითი განცხადებებითა და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიმართა. 2 მაისს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა ფემიციდის მსხვერპლის შვილისათვის 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გაცემის შესახებ ბრძანება გამოსცა. ეს პრეცედენტული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია გოგონასა და მისი ბებიისთვის.

უფლებები საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გააგრძელებს იურიდიულ დახმარებას ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ფემიციდის მსხვერპლთა არასრულწლოვანი შვილებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის საქმეებში და აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ სახელმწიფო კომპენსაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის, ვინც აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს.

img

უახლესი წარმატების ისტორიები

გაიგე მეტი
img
27 ივნ 2024

PHR-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასარგებლოდ მნიშვნელოვანი საქმე მოიგო

PHR საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
24 მაი 2024

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი ბავშვების დაცვა

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის საქმეს USAID კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამების მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
20 თებ 2024

სტაჟირება იურიდიული დახმარების სამსახურში: იურიდიულ განათლებაში თეორიისა და პრაქტიკის შერწყმა

სტაჟირება გადამწყვეტ როლს თამაშობს დამწყები იურისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ხიდს აკადემიურ თეორიასა და რეალურ სამყაროს აღქმას შორის.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები